პაციენტს კუჭიდან, 3 კილოგრამი წონის, 452 ლითონის ნივთი ამოუღეს – ახალგაზრდა კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმების ჯგუფმა დააფიქსირა უცნაური შემთხვევა, როდესაც 37 წლის მამაკაცის კუჭიდან 450-ზე მეტი პატარა ლითონის ნივთი უნდა ამოეღოთ. პაციენტში იყო თითქმის 3 კგ ხრახნები, გასაღებები, ფირფიტები და „სხვა ლითონის ნაწილები“.

რენტგენმა აჩვენა ლითონის მასა, რომელმაც დაბლოკა მამაკაცის კუჭის გასასვლელი, რის გამოც მას აქვს მუცლის ქრონიკული ტკივილი და ხშირი ღებინება და არ შეუძლია ჭამა და დალევა.

ექიმებმა ირანის ქალაქ აჰვაზში, ერაყის საზღვართან აღმოაჩინეს ეს შემთხვევა. მათ პაციენტს საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი – ფსიქოზი, ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კავშირს რეალობასთან.

საქმის გამოქვეყნებისას, Journal of Medical Case Reports-ში, ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ, რომ პაციენტი იღებდა ლითონის ნივთებს, მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში. მედიკოსებმა მამაკაცი საოპერაციო დარბაზში გადაიყვანეს და 452 ნივთი ამოუღეს. პაციენტი გამოჯანმრთელდა ოპერაციის შემდეგ და მალევე დაუდგინდა ფსიქოზი.

ფსიქოზი შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციების სახით, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ილუზიები რეალურ სამყაროზე, ასევე დაბნეული და უცნაური აზროვნება.

ფსიქოზი ჩვეულებრივ ხდება სხვა ფსიქიკური დაავადების გამო, როგორიცაა მძიმე და ქრონიკული დეპრესია, ან სხვა მიზეზები, როგორიცაა თავის ტრავმა, ტვინის სიმსივნე ან ნარკომანია.

ექიმებმა, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ბოლო შემთხვევა, არ დააკონკრეტეს, მათი აზრით, რამ გამოიწვია მამაკაცის ფსიქოზი, მაგრამ აღნიშნეს, რომ ის ,,ძლიერად იყო დამოკიდებული ოპიუმზე”.

მიუხედავად დიდი რაოდენობით ლითონისა, რომელიც მან მოიხმარა, მამაკაცს არ ჰქონდა რაიმე უარყოფითი ეფექტი ამ პრობლემის გამო მის პირველ ჰოსპიტალიზაციამდე.

შემდგომმა ტესტებმა ასევე აჩვენა, რომ მისი საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილებში ლითონის საგნები არ გადასულა. პაციენტი ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები