მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოუჩინეს

იანიკ სინერის გამარჯვება დოპინგ-სკანდალმა დაჩრდილა. განცხადებაში, რომელიც სამშაბათს სინერის სახელით გავრცელდა, წერია, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის მიზეზით მოხვდა.

სპეციალისტი თითზე ჭრილობის დასამუშავებლად იყენებდა საშუალებას, რომელიც შეიცავდა კლოსტებოლს, რის შესახებაც არც ფიზიოთერაპევტმა და არც სინერმა არაფერი იცოდნენ.

ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ვერ იპოვა საბაბი სინერის მიმართ სერიოზული სანქციებისთვის.

ერთადერთი სასჯელი გახდა 400 სარეიტინგო ქულის ჩამოკლება, რომელიც იტალიელმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ მოიპოვა.

მსგავსი თემები