ისრაელმა 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ღამით, ხან იუნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამხედროებმა ექვსი მძევლის, ალექს დანსიგის, იაგევ ბუჩშტავის, ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლეველისა და ავრამ მუნდერის ცხედრები აღმოაჩინეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა დაღუპული მძევლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი თემები