ჩიკაგოში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტთა ჯგუფმა უსაფრთხოების ჯებირი გაარღვია იმ შენობასთან, სადაც დემოკრატების ყრილობა იმართება.

პოლიციამ ადგილზე წესრიგი მალევე აღადგინა.

აქციის მონაწილეები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერას აპროტესტებენ და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ.

 

მსგავსი თემები