ბუდუ ზივზივაძის გილი გერმანიის თასზე

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში გოლი ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ „ლოტეს“ დამარცხებაში დაეხმარა. გერმანიის თასის 1/32-ფინალში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

პირველივე ტაიმში სტუმრები კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0. ზივზივაძემ საგოლე გადაცემა 21-ე წუთზე შეასრულა, მისი პასით მეტოქის კარი მარვინ ვანიცეკმა აიღო, ხოლო თავად გოლი 69-ე წუთზე გაიტანა.

გერმანული პრესა ქართველი ეროვნული თავდამსხმელის შესახებ ბევრს წერს. მედიაში აღნიშნავენ, რომ ზივზივაძემ სეზონი წარმატებით დაიწყო.

 

მსგავსი თემები