თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„როიტერის“ ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე 1400 სატყეო მეურნეობის პერსონალია ჩართული.

ხანძრის შედეგად დაზიანებულია, დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის ფართობი, სამი სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.

 

მსგავსი თემები