ტოკიოში ტაიფუნის მოახლოების გამო 18 500 ადამიანია ევაკუირებული

ტაიფუნ “ამპილის” მოახლოების გამო ტოკიოში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას Reuters-ის ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსალოდნელი ტაიფუნის შედეგად, 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა და სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა.

ქალაქ მობარაში, დაახლოებით, 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში სპეციალური საევაკუაციო ცენტრები გაიხსნა.

 

მსგავსი თემები