რუსთავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

რუსთავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა კოსტავას გამზირზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები