აშშ პოლონეთს 96 ერთეულ მოიერიშე შვეულმფრენ Apache-ს მიაწვდის

პოლონეთმა და აშშ-მა შეთანხმება გააფორმეს, რომელიც პოლონეთისთვის 96 ერთეული მოიერიშე შვეულმფრენის AH-64E Apache-ს გადაცემას ითვალისწინებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ კამიშის ცნობით, Apache-ს ტიპის თვითმფრინავები Mi-24-ებს ჩაანაცვლებენ, რომელსაც პოლონეთი ამ დრომდე იყენებს.

AH-64E Apache განკუთვნილია სამიზნეებზე დარტყმისა და დაზვერვის ჩასატარებლად. შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთისთვის აღნიშნული საფრენი საშუალებების მიყიდვას 12 მილიარდ დოლარად ითვალისწინებს.

მსგავსი თემები