უკრაინისთვის საბრძოლო დახმარების მორიგი, მილიარდიანი პაკეტი მზადდება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. საუბარია უსაფრთხოების სისტემებზე, „ჰაუბიცებსა“ და სხვა საბრძოლო მასალებზე.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთლიანობაში, უკრაინა მიიღებს: 18 ერთეულ 155მმ „ჰაუბიცას“; 36 000 ერთეულ 155მმ-იან ჭურვს; 18 ერთეულ ტაქტიკურ მანქანას ჰაუბიცების გადასაყვანად; დამატებით ჭურვებს საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის; ოთხ ერთეულ ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის აღსადგენად და სხვა მოწყობილობებს.

 

მსგავსი თემები