გმირთა მოედნის ესტაკადაზე დღეს საღამოდან გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე დღეიდან გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მსგავსი თემები