ირანში აცხადებენ, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანის მიმართ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

„საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი თავხედურად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს ისრაელის მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დატოვოს სიონისტური რეჟიმის დანაშაულები, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“- განაცხადა უწყების სპიკერმა, ნასერ ქანაანმა.

ქანაანი მოუწოდებს საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს ერთხელ და სამუდამოდ შეეწინააღმდეგონ ღაზაში მიმდინარე ომს.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის ქვეყნების მიერ სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერა, ღაზის სექტორში კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები