“ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას” – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალი კვირიდან ქვეყანაში ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევებს ელოდება.

ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური გათვლებით, რამდენიმე დღეში ვირუსის გავრცელების ტემპი მოიმატებს და დაფიქსირდება შიდა გავრცელების შემთხვევები.

“ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება,”- ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები