ჩინეთში, კრემატორიუმებიდან 4000-ზე მეტი ცხედარი მოიპარეს – დაკავებულია 75 ადამიანი

ჩინეთში, კრემატორიუმიდან და სამედიცინო ლაბორატორიებიდან 4 000-ზე მეტი ცხედარი გაიტაცეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები ცხედრებს სამედიცინო პროთეზების ალოგენური ძვლის გრაფტების დასამზადებლად იყენებდნენ.

სკანდალი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ცნობილმა ადვოკატმა საქმის დეტალები სოციალურ მედიაში 2024 წლის 8 აგვისტოს გამოაქვეყნა.

დამნაშავეებმა, ცხედრების გატაცებით, დაახლოებით, 53 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლეს. სისხლის სამართლის საქმეზე 75 პირი დააკავეს.

კრიმინალურ დაჯგუფებასთან კრემატორიუმის თანამშრომლები იყვნენ კავშირში.

მსგავსი თემები