ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დაკავებულმა დაკითხვისას ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ავსტრიაში იქნა ექსტრადირებული.

დაკავებულს ბრალად 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, უკიდურესად საფრთხისშემცველ პირობებში გადაყვანა ედავება. მას ეს ადამიანები სატვირთო მანქანის მაცივარში ჰყავდა მოთავსებული, რომელშიც სავენტილაციო სისტემა ხელით იმართებოდა.

 

მსგავსი თემები