“რუსეთის მუდმივი თავდასხმა სამართლიან პასუხს იმსახურებს”- ზელენსკი

“კურსკის რეგიონიდან უკრაინაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმა სამართლიან პასუხს იმსახურებს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის დასაწყისიდან უკრაინის სუმის რეგიონი თითქმის 2 000-ჯერ დაიბომბა.

„ჩრდილოეთკორეულმა ერთ-ერთმა რაკეტამ, სამწუხაროდ, კიევის რეგიონში ორი ადამიანი მოკლა – მამა და შვილი. ბიჭი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ მათ მეგობრებს და ოჯახს. დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ჩვენმა ექსპერტებმა ზუსტად დაადგინეს, რა ტიპის რაკეტა იყო ეს და ზუსტად ვიცით, რუსეთის ტერიტორიის რომელი რეგიონიდან განხორციელდა გაშვება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები