პოლონეთი პირველი ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

პოლონეთი პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ელექტროსადგური  ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე აშენდება.

,,ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ.

მინისტრის თქმით, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი ორივე ქვეყნის სტრატეგიული მიდგომის მტკიცე დასტურია.

,,გრაფიკის თანახმად ვმუშაობთ. პირველი პოლონური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2033 წელს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი შევა ექსპლუატაციაში”, – აღნიშნა მოსკვამ.

მსგავსი თემები