სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა

სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, მძღოლი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურზე შევარდა, შემდგ კი ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები