რუსეთის სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. ონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.

„ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“- წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობის შესახებ გამოაცხადა.

 

მსგავსი თემები