პარიზის ოლიმპიადამ დასწრების რეკორდი დაამყარა

პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, 2024 წლის ზაფხულის თამაშები ყველაზე დასწრებადია ოლიმპიადების ჩატარების ისტორიაში. ამ მომენტისთვის გაყიდულია 9.5 მილიონ ბილეთზე მეტი.

„ეს ოლიმპიური თამაშების რეკორდია დასწრების მხრივ, რადგან წინა რეკორდი გაყიდული ბილეთების რაოდენობით ატლანტას ეკუთვნოდა და 8.3 მილიონს უდრიდა. ახლა ჩვენ ასევე ვიმყოფებით ბილეთების გაყიდვის პიკზე პარალიმპიურ თამაშებზე. დღეში იყიდება 20 ათასი ბილეთი და ეს მაჩვენებელი იზრდება“- აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში.

 

მსგავსი თემები