“ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს“- იაგო ხვიჩია

„როცა “ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – “ქართული ოცნება” გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია!“ – ასე აფასებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის პირობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების შესახებ.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს.

“ეს არის ქოც-ნაცური ბრძოლა წინასაარჩევნოდ. “ქართული ოცნება” როგორც აქამდე ახერხებდა “ნაცებთან” ბრძოლის ფარგლებში პოლარიზაციას, ხალხის დაშინებას და პირობას, რომ არჩევნების შემდეგ მათზე შურისძიებას დაიწყებს, ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა” – აღნიშნა ხვიჩიამ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თემაზე დასმული კითხვის პასუხად.

 

 

მსგავსი თემები