ანკარაში ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა-დაღუპულია ცხრა ადამიანი

თურქეთის დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი  დაშავდა. ავტობუსი რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში ბლოკირებული რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ანკარის მერიაში განაცხადეს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მძღოლის ჩაძინებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები