რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის. აეროდრომი მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, სადაც მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა.

,,მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგი დასახლებების ევაკუაციის შესახებ: კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა, ტინკოვკა”, – განაცხადა გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა.

ღამით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა უპილოტო თვითმფრინავებით მასიური თავდასხმის შესახებ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია.

დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომლებიც ლიპეცკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მსგავსი თემები