კურსკის ოლქში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს.

“რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის” – წერს ბელოუსოვი.

ბელოუსოვი ამბობს, რომ   ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი.

 

მსგავსი თემები