ველისციხეში 80 წლის ქალის ცხედარს გარდაცვლილის შვილი სახლში 2 თვე ინახავდა

ველისციხეში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილის შვილი 2 თვის განმავლობაში ინახავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციას შეატყობინეს.

ხანდაზმული ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფაქტზე დაწყებულა მოკვლევა, დანიშნულია ექსპერტიზები. 

მსგავსი თემები