,,ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო” – მილერი აგვისტოს ომზე

,,ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

,,ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელი განცხადება ძალიან მკაფიო იყო: ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო. უკანონო შეჭრა, რასაც მოჰყვა უკანონო ოკუპაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან დღესაც გრძელდება.

რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ისინი ტერიტორიების მისაკუთრებისთვის ცდილობენ, სრულიად დაუსაბუთებელია”, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები