,,ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანმა აცნობა, რომ ,,ისრაელზე თავდასხმას აპირებს”. როგორც The Jerusalem post წერს, ისრაელ კაცს ირანის გზავნილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გადასცა, რომელსაც, თავის მხრივ, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერიმ უთხრა.

,,ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს. ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ირანი განახორციელებს, მსოფლიომ საფასური უნდა აზღვევინოს”, – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები