,,ზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, ამ კვირაში იქნება” – გამყრელიძე NCDC-სა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებაზე

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC)და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინფორმაციას ადასტურებს.

,,დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სტრატეგიული დაწესებულება, მარტო ლუგარი ხომ არ არის, კი ლუგარი არის მოთავე ლაბორატორია NCDC-ს თორემ ამის გარეშე ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით შექმნილია ლაბორატორიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, მათ შორის 10 არის NCDC-ს და 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ, ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მუშაობს, ეს არის ცხოველთა, ადამიანთა და მცენარეთა ჯანმრთელობა, ეს არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.

საუბარია რომ შეჩერდეს, თუ დაპაუზდეს თუ როგორც არის მე არ ვიცი, ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ ამ კვირაში უფრო იქნება, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, მე მაინც მგონია, რომ შეიძლება რადგან ეს ჯანმრთელობას ეხება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, არ გაავრცელონ ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა”, – ამბობს გამყრელიძე.

 

მსგავსი თემები