,,ირანი ისრაელის 24-48 საათში თავს დაესხმება” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება.

The Times of Israel-ის ცნობით, ბლინკენი თავის კოლეგა მინისტრებს აშშ-ის მიერ რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე ესაუბრა.

ვინაიდან აშშ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გასულ კვირას „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გარდაუვალია, რეგიონული ომის თავიდან აცილების საუკეთესო ბერკეტად ირანზე ზეწოლის გაძლიერება სახელდება.

მსგავსი თემები