იანვარ-ივნისში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში ხანძრის 5 985 ფაქტი დაფიქსირდა. ხანძარს ემსხვერპლა 21 ადამიანი, 122 კი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ხანძრის შედეგად განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა. ხანძარს ემსხვერპლა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

გასული წლების განმავლობაში, ხანძრის მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა 79 ადამიანი, ყველაზე ნაკლები კი 2021 წელს – 45.

მსგავსი თემები