იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ქალი.

შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო.

მედიის ინფორმაციით, ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ.

მსგავსი თემები