განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა დაკავებულს თანასოფლელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

სხდომაზე ბრალდებულს მომხდართან დაკავშრიებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. ის ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი მოქალაქის სანახავად მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებულმა საერთო ნაცნობთან, ასევე მათ თანსაოფლელთან დარეკა და დახმარება ითხოვა.

 

მსგავსი თემები