თურქეთში Instagram-ი დაიბლოკა

თურქეთში, სოციალური ქსელი Instagram-ი დაიბლოკა. დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო.

თურქული მედიის ცნობით, დაბლოკვის მიზეზები და ხანგრძლივობა დეპარტამენტის ვებგვერდზე არ არის მითითებული. თუმცა სხვადასხვა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამის მიზეზი სოციალური ქსელის მიერ შემოღებული შეზღუდვაა თეირანში მოკლული ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამძიმრის წერილებთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები