უკრაინა კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მასალას უახლოეს ორ თვეში ელოდებიან.

„ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 წელსაც იყოს შესაძლებელი“ – აღნიშნა ლიპავსკიმ.

 

 

მსგავსი თემები