მტკიცებულებები განადგურებული რომ ყოფილიყო, ალტერნატიული ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა – ზაზა ალთუნაშვილი

დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი ეჭვობს ხორავას ქუჩის საქმის მტკიცებულებები განადგურებული იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ალტერნატიული ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა.

“ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა სულ ბოლოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებები არსებობს. როგორც ტანსაცმელი, ისე სხვა მტკიცებულებები”, – აცხადებს ექსპერტი.

როგორც ზაზა ალთუნაშვილმა მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, ამ საქმესთან დაკავშირებით იკვეთება 4 რეალური მიმართულება: 1. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწაყვეტილებას და ასაჩივრებს კიდეც სასამართლოში; 2. დაზარალებულის პროტესტი – დაზარალებულმა ვერ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა და გამოხატა პროტესტი სასამართლოს და პროკურატურის მიმართ; 3. ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის ფუნქცია იქნება ის, რომ თუ რამე ხარვეზები შეიქმნა გამოძიების მხრივ, გაირკვეს იყო თუ არა ხარვეზები; 4. ამ საქმეზე გამოძიებას დღეს აწარმოებს შსს.

რაც შეეხება ნივთმტკიცებულებებს, ზაზა ალთუნაშვილის აზრით, როგორც ჩანს, არსებობს არაერთი საექსპერტო დასკვნა. რადგანაც შემთხვევა მოხდა ზამთარში, პირველი წინაღობა. ე.წ. ტანსაცმელი იქნებოდა არა ერთი, ტანსაცმელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

“ამ რამდენიმე ტანსაცმლის კვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, თუ რით არის მიყენებული სხეულის დაზიანებები. როგორც ალტერნატიულმა ექსპერტმა თქვეს, აღმოჩენილია დამატებითი დაზიანებების ფორმა, ხასიათი, რამაც სასამართლოს შეუქმნა სხვა წარმოადგენა და განაჩენიც ამიტომ ისეთი ვერ დადგა, რასაც პროკურატურა ელოდებოდა”, – აცხადებს ექსპერტ – კრიმინალისტი.

მსგავსი თემები