“თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა”- ბაიდენი

“თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა”- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.  პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის.

“მე მჯერა, რომ ასეა. მე რომ ასე არ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი. აჰა, მე ისევ ვიღებ მონაწილეობას, რადგან მგონია, რომ ყველაზე კარგად მესმის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ერი სრულიად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენ გზაში ვართ. ჩვენ გზაში ვართ და, ნახეთ, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ იმუნიტეტის შესახებ, თქვენ იცით, რომ შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, ეს არ არის მხოლოდ იმაზე, იცის თუ არა, რას აკეთებენ ისინი… ეს არის – ეს არ არის – არა – არა კონგლომერატზე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ეხება პრეზიდენტის ხასიათს. პრეზიდენტის ხასიათი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ამ კონსტიტუციის სწორად გამოყენება” – უპასუხა ბაიდენმა.

მსგავსი თემები