ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვა

ისრაელი-ლიბანის საზღვარზე, ორმხრივი ცეცხლის პირობებში, საზღვრის ორივე მხარეს ძლიერი ხანძარია. ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით ორასი რაკეტა გაუშვა.

თავდასხმაზე საპასუხოდ, “ცახალმა” ლიბანის სამხრეთით მდებარე “ჰეზბოლას” სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განახორციელა. ორმხრივი ცეცხლის პირობებში, ქვეყნების საზღვარზე არსებული ვითარება სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს ქმნის. დაპირისპირების ეს ეპიზოდი, უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

 

მსგავსი თემები