“ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს”- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  კვლევის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო  თანამდებობის პირთა დეკლარაციებს მალავს.

„როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 – დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო – 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა – 109 (21.8%), გაფრთხილდა – 4 (0.8%), დადებითად დასრულდა – 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.

თუმცა, გარდა ზოგადი სტატისტიკისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა რომელი თანამდებების პირები შეამოწმა საჯარო სამსახურის ბიურომ, რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების შემთხვევაში კი კერძოდ რა სახის დარღვევა ჰქონდა დეკლარანტს და კანონით გათვალისწინებული რა ზომა გამოიყენა ბიურომ საპასუხოდ (ჯარიმა თუ გაფრთხილება).

ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს“- აღნიშნულია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქარტველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გასულ წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო, თუმცა ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს.

„ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის სედეგს 720 თანამდებობიდ პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები