,,ტოპ მაფიოზების” შეხვედრა ათენში 15-მდე პირის მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოდან – დაკავებულია 3 ადამიანი

ბერძნული მედია ათენში დაგედმილ ,,ტოპ მაფიოზების” შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც 15-მდე ადამიანი ესწროდა – საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან.

შეხვედრა სამართალდამცველებმა ჩაშალეს და 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. სამივე დაკავებულს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა “კრიმინალური ავტორიტეტების” დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ბერძნული პოლიცია ვარაუდობს, რომ იგეგმებოდა „სერიოზული დანაშაული.“

გამომძიებლები ახლა ადგენენ, არიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება “Vor V Zakone”-ს წევრები.

მსგავსი თემები