„რუსეთში არსებული დასავლური აქტივების ნაწილი, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომის სახით იყოს გამოყენებული“- ზახაროვა

„რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, შესაძლოა, საპასუხო ზომად იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსულ აქტივებს გამოიყენებს“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. ზახაროვა ამბობს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა.

„ჩვენს ქვეყანაში დასავლური აქტივები და ქონებაა, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაექვემდებაროს რუსეთის საპასუხო პოლიტიკას და საპასუხო ქმედებებს. რა თქმა უნდა, არავინ გაგიმხელთ ამ საპასუხო ქმედებების დეტალებს. მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა“- განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

„დიდ შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები გასულ კვირას იტალიაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დასავლეთში გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას სესხის სახით გადასცემენ.

 

მსგავსი თემები