,,არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას” – ისრაელში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველო საელჩოს წინ შეიკრიბნენ და რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

,,მშვიდობიანი და მდუმარე აქცია გავმართეთ. საელჩოს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, საემიგრაციო პოლიცია გამოიძახეს. საემიგრაციო სამსახური, რომელიც იდგა და მთელი ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში გვაკვირდებოდა დიდი ავტომანქანით. ეს არის დაშინების მცდელობა. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეს საელჩოს წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც არიან ისრაელში, არიან არალეგალურად და შესაძლოა, დეპორტაციის ეშინოდეთ. ამიტომ, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ არა რუსულ მთავრობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციაზე დაშავდა ან მის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი მეტრეველი.

მსგავსი თემები