აქაცია მიმდინარეობს პარლამენტთანაც

სასტუმრო „პარაგრაფის“ პარალელურად აქცია საქრთველოს პარლამენტთანაც მიმდინარეობს. მოქალქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათიდან იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ. იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.

აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფთანაც” მიმდინარეობს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას ხვდებიან.

 

სასტუმრო “პარაგრაფთან” აქცია მიმდინარეობს

მსგავსი თემები