აფეთქება ტაშკენტის აეროპორტთან – არიან დაშავებულები

ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე საწყობში აფეთქება მოხდა.  აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

უზბეკეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ხანძარი, რომელიც გამოწვეული იყო ტაშკენტის აეროპორტის მახლობლად მდებარე საწყობში, ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად  მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

მსგავსი თემები