,,აღარ მუშაობს რამდენიმე თვეა” – საკონსტიტუციოს მოსამართლე ცოლზე, რომელიც რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში იყო დასაქმებული

2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ვასილ როინიშვილის ცოლი რუსეთის ფედერაციაში, საჯარო სამსახურში მუშაოდა. კერძოდ, მისი მეუღლე დიანა ცინდელიანი 2023 წელს რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში იყო დასაქმებული.

,,მუშაობდა, აღარ მუშაობს, აღარ არის იქ ფიზიკურად. დაახლოებით რამდენიმე თვეა”, – ამბობს მოსამართლე.

ცნობისთვის, როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2020 წელს გახდა. ის ერთ-ერთია, რომელმაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული სარჩელები უნდა განიხილოს.

მსგავსი თემები