ავტოსაგზაო შემთხვევები თურქეთში – ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავარია მოხდა.
ავტოსაზაო შემთხვევების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, პირველ ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 42 კი დაშავდა. მეორეს კი, 4 ადამიანი ემსხვერპლა და 53 დაშავდა.