რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია.
მისივე თქმით, 2 დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება.
„სამძებრო სამუშაოები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ამოსვენებული 31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებული. ვაგრძელებთ 2 დაკარგული მოქალაქის ძიებას“, – აღნიშნავს მარგველიძე.