აშშ-ში Apple-ის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველს ეძებენ

აშშ-ში, პენსილვანიაში Apple-ის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველ კაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  6abc ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მათ მაღაზიიდან  10,070 დოლარის ღირებულების Apple-ის პროდუქტები მოიპარეს.

ორივე მამაკაცი, გიორგი ონაშვილი და გიორგი ადეიშვილი  ამ დროისთვის ძებნაში არიან.

ეჭვმიტანილებმა, სხვა თანამზრახველებთან ერთად, რვა ქურდობა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისამდე ჩაიდინეს.

მსგავსი თემები