გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მუმლაძე მოსამართელს “ზონდერ-მოსამართლეს” უწოდებს  და აღნიშნავს, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომ მას სამართალდარღვევას მიდავებოდა სასამართლო.

,,ერთი მტკივებულება არ იყო წარმოდგენილი. ეს ხომ სირცხვილია. აი, სანქცირებულ მოსამართლეებში მოყვებით თქვენც”- განაცხადა მუმლაძემ სასამართლო დარბაზში.

ცნობისთვის, შსს გიორგი მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.

მსგავსი თემები