ჯო ბაიდენი იმიგრაციასთან დაკავშირებით აღმასრულებელ განკარგულებებს მომავალ კვირაში გამოსცემს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმიგრაციასთან დაკავშირებით აღმასრულებელ განკარგულებებს მომავალ კვირაში გამოსცემს, – ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

როგორც მანამდე სააგენტო „როიტერი“ წერდა, როგორც მოსალოდნელია ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულებები აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილების განსახლებას და მიგრანტი ოჯახების გაერთიანებას შეეხება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვა ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მსგავსი თემები