„ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ – ალბანური მედია გუშინდელ თამაშს აფასებს

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ალბანურმა გამოცემა Panorama-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.

„ჯოჯოხეთიდან სამოთხეში! ალბანეთმა საქართველოს სამაგიერო გადაუხადა. თბილისში გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის შანსს გვიბრუნებს. საქართველოსთან გამარჯვებით, ალბანეთმა საკუთარი ბედი თავის ხელში აიღო. ახლა ჯგუფის მოგების პრეტენდენტები ვართ. სილვინიოს გუნდი მოედანზე უფრო დალაგებული ჩანდა მიუხედავად იმისა, რომ დიდ ზეწოლას განიცდიდა. ტირანაში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ალბანეთმა კარში ზუსტად დაარტყა, რამაც შედეგი გამოიღო. ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია, ახლა გოლების სხვაობა იქნება მნიშვნელოვანი.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 6 ქულა აქვს. შემდეგ ტურში, ვილი სანიოლის შეგირდები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 16 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება”, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები